ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ ღმერთისთვის „სულელის“ წოდებისთვის მოიბოდიშა. აღნიშნულ ინფორმაციას THE FOXNEWS ავრცელებს. „მე ბოდიშს ვუხდი ღმერთს და არა სხვა ვინმეს. თუ მას მივაყენე ზიანი, ის მოხარული იქნება ჩემი ბოდიშის მოხდით. რატომ? იმიტომ რომ ჩემი ღმერთი ყველაფერს პატიობს. ის არ იმახსოვრებს წყენას. ამიტომ შემქმნა ღმერთმა კარგი და არა ცუდი“,_განაცხადა დუტერტემ. ფილიპინების ლიდერმა რელიგიურ წინამძღვრებს, ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის არსებული განხეთქილება შეახსენა და უთხრა, რომ მათ არ აქვთ უფლება მას ან მის ადმინისტრაციას უფლის სახელის გამოყენებით თავს დაესხან.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved