რუსული რულეტის თამაშის დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოზარდი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას Fox16 ავრცელებს. თვითმხილველების თქმით, მოზარდი იარაღით თამაშობდა, რა დროსაც მათ შესთავაზა რუსული რულეტის თამაში, შემდეგ კი ტყვია ჩადო იარაღში და მოწმეებს დაუმიზნა. გასროლის შემდეგ კი ტყვია ერთ-ერთ არასრულწლოვანს გულ-მკერდის არეში მოხვდა. ბიჭი ადგილზევე დაიღუპა.
დაკავებულის თქმით, ის თამაშს თამაშობდა და მომხდარიუბედური შემთხვევაა.