ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები მოკავშირეებს იძენენ და დიდ ბრიტანეთსა და დასავლეთ ევროპაში მოკავშირეებს და მორიგ ტერაქტებს გეგმავენ. ამის შესახებ Sky News-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, გევინ უილიამსონი აცხადებს.
მისი განცხადებით, ქვეყანამ ტერაქტების თავიდან არიდების და ასეთი დაჯგუფების წინააღმდეგ უნდა იმოქმედოს.
როგორც ბრიტანეთში ამბობენ, დაჯგუფება უფრო მეტად ჩამოყალიბებულია, ვიდრე ამას ფიქრობდნენ.
წყაროების ინფორმაციით, დაჯგუფებაში სხვადასხვა ქვეყნების მოქალაქეები არიან გაწევრიანებულები, თუმცა, ვერ ასახელებენ, არიან თუ არა „ისლამურ სახელმწიფოში“ ბრიტანელები.
მაუწყებლის ცნობით, საერთაშორისო კოალიციის ხელმძღვანელი, გენერალი ჯონ ნიკოლსონი ტერორისტული დაჯგუფების ზრდას უარყოფს.
გავრცელებული ცნობით, დიდ ბრიტანეთმა, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ავღანეთში დამატებით 440 სამხედრო გაგზავნა.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა აშრაფ განიმ, თალიბანს ფორმალური სამშვიდობო მოლაპარაკებები შესთავაზა.
როგორც ცნობილია, ავღანეთში რუსული რადიომაუწყებლობა ნატოს საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, რუსეთი „თალიბანს“ შეიარაღებაში ეხმარება.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რუსეთს ბევრად უფრო დადებითი როლის შესრულება შეეძლო.