მეცნიერები დიდ ბრიტანეთში ფეხმძიმე ქალებზე დაბინძურებული ჰაერის მავნე ზეგავლენის შესახებ საუბრობენ. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მათ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დაბინძურებული ჰაერის ნაწილაკები ფილტვებიდან სისხლძარღვების მეშვეობით პლაცენტაში გადადის.
როგორც ცნობილია, დაბინძურებული ჰაერი ნაადრევ მშობიარობას და ბავშვებში სუნთქვით პრობლემებს იწვევს.
პროფესორ მინა გაგას თქმით, ექიმებსა და საზოგადოებაში უნდა ამაღლდეს ცნობიერება ფეხმძიმე ქალებზე დაბინძურებული ჰაერიის მავნე ზეგავლენის შესახებ.