ჯგუფ Pussy Riot-ის ერთ-ერთი აქტივისტი და ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს გამომცემელი, პიოტრ ვერზილოვი, შესაძლოა, მოწამლეს ნივთიერებით, რომელიც ნერვულ სისტემას აზიანებს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
ექიმის განცხადებით, მან მხედველობის, სმენის და სიარულის უნარი დაკარგა, თუმცა, მისი მდგომარეობა ბერლინში გადაყვანის შემდეგ გაუმჯობესდა.
ექიმის თქმითვე, ნივთიერების მიღებიდან 6 დღის შემდეგ მისი იდენტიფიცირების შანსი მაღალი არ არის.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის, ვერზილოვის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება და მას ინტენსიური მკურნალობა ესაჭიროება.
პიოტრ ვერზილოვი მედიაზონას გამომცემელია, ონლაინ ნიუს სააგენტოსი, რომელიც რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლებების დარღვევაზე ამახვილებს ყურადღებას.
როგორც ცნობილია, ვერზილოვი რამდენიმე დღის წინ Pussy Riot-ის ერთ-ერთი დაკავებული აქტივისტის, ვერონიკა ნიკულშინას სასამართლო პროცესზე დასწრებისას ცუდად გახდა, რის შემდეგაც, ჯერ რუსეთში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც მკურნალობის გასაგრძელებლად ბერლინში მოხდა მისი გადაყვანა.