“და რაც აქამდე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი” _ ეს ტექსტი და ფოტო ბერა ივანიშვილმა სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა, რომელსაც თან ქორწინების ბეჭდის სმაილი ახლდა.
ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია, ვინ გახდა მისი რჩეული, თუმცა, როგორც “გურია ნიუსმა” გაარკვია, ის ნანუკა გუდავაძეა.
ნანუკა გუდავაძე მოდის ბლოგერია და 14 წლის ასაკში ბიჭოლას სახე იყო.