ევროკომისია ბრიტანეთს 2.7 მილიარდი ევროს დაბრუნების შესახებ მეორედ აფრთხილებს. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
ევროკომისიის განცხადებით, ბრიტანეთმა ევროპის ბიუჯეტში ჩინეთის იმპორტისგან მიღებული გადასახადების თანხა არ გადარიცხა, რამაც ბრიტანეთის ბიუჯეტის დაზარალება გამოიწვია.
ბრიტანეთი აცხადებს, რომ სავარაუდო დანაკარგზე პასუხისმგებლობის დაკისრებას არ ემხრობა და არც შეფასებას, რომ მოვალეობა თავიდან აიცილა.
როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, ბრიტანეთს სამოქმედოდ 2 თვე აქვს, სხვა შემთხვევაში ევროკომისია ევროსასამართლოს მიმართავს.