ადამიანი სულ უფრო და უფრო მეტად იჭრება ბუნებაში, ცვლის და იყენებს მას თავის სასარგებლოდ. მაგრამ ყველაფრის შეცვლა ადამიანს არ შეუძლია. ხანდახან საფრთხეს წარმოადგენენ ერთი შეხედვით უწყინარი მცენარეები და ცხოველები. თვით ტალახიც კი შეიძლება მომაკვდინებელი იყოს.
ქუნჯუთი – ვერასოდეს ვერ წარმოიდგენდით, თუ ეს ყველასათვის ცნობილი მცენარე ასეთი მომწამვლელი იქნებოდა. ის შეიცავს ალკალოიდ რიცინინს, რომელსაც შეუძლია ადამიანის ცილოვანი სტრუქტურის რღვევა. ყელის წვა, ღებინება, აი ამ მცენარით მოწამვლის სიმპტომები.
ჰატჩინსონიტი – ამ მინერალს შეუძლია ადამიანში მძიმე მოწამვლა გამოიწვიოს. ეს მინერალი ძალიან ტოქსიკურია, რადგან შეიცავს ტყვიას, დარიშხანს, გოგირდს და ტალიუმს.
ცისფერრგოლებიანი რვაფეხა – ეს არსება თუმცა პატარა ზომისაა, მაგრამ ძალიან საშიშია. მისი შხამი საკმარისია 26 ადამიანის მოსაკლავად. ცხოველის ნაკბენი მტკივნეული არაა, ამიტომ მსხვერპლი თავიდანვე ვერ გრძნობს საფრთხეს. რვაფეხის ცნობა ძნელი არაა მისი ყვითელი შეფერილობის და ცისფერი რგოლების წყალობით.
ღილისმაგვარი პოლიპები ბინადრობენ ქვებზე და მარჯნის რიფებზე. მათ ხშირად აბინავებენ სახლის აქვარიუმებში, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ისინი შეიცავენ ტოქსიკურ შხამს-პალიტოქსინს. მას შეუძლია ადამიანი მიიყვანოს თირკმელების და გულის უკმარისობამდე.
ადამიანისათვის საშიშია აგრეთვე გოგირდწყალბადი – გაზი, რომელიც გამოიყოფა ცოცხალი ორგანიზმების ლპობის შედეგად. ეს ძალიან ვერაგი ნივთიერებაა. მან შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზების პარალიზება.