ვზივარ მეგობრის სახლში, უცებ სამზარეულოში მისი ქმარი შემოდის და წარმოუდგენლად აფსურდულ კითხვას სვამს. მე გულიანად გამეცინა, მეგობარმა კი ამოიოხრა. როცა ქმარი სამზარეულოდან გავიდა, მითხრა: “ყველა კაცი ერთნაირია!”
დარწმუნებული ვარ, დღეს უამრავი მამაკაცი ამოიცნობს საკუთარ თავს, ქალები კი მხარს დამიჭერენ – წონასწორობიდან გამოვყავართ, თუნდაც უკვე მიჩვეულნი ვიყოთ ამ ყველაფერს.
როგორც იტყვი
შეგიძლია ხმის ჩახლეჩამდე უმტკიცო, რომ ეს მაიონეზი მავნეა ან ეს შარვალი პატარა გაქვს. საპასუხოდ კი მიიღებ: “როგორც იტყვი”, რაც მათ ენაზე ნიშნავს: “წადი შენი…”
სად არის ჩემი წინდები
არაფერია ყოფით უსუსურობაზე უარესი. სად არის ჩანგალი? – იქ, სადაც ყოველთვის იყო. რას შევჭამთ დღეს? – შეიხედე მაცივარში. განსაკუთრებით გამაღიზიანებელია ეს ყველაფერი, როცა 10 წელია ერთად ცხოვრობთ და ამ დროის განმავლობაში ნივთები ადგილებს არ იცვლიან.
არ ვიცი/ჩემთვის სულერთია
შესანიშნავი პასუხები ნებისმიერ რამეზე. ფრაზები, რომლებიც მათ მართლა პასუხი ჰგონიათ და არა თავიდან აცილების საშუალება.
სად წავიდეთ/რას ვაკეთებთ დღეს
მამაკაცი იღვიძებს დილით კარგ გუნებაზე, სურს, საყვარელ ქალს ასიამოვნოს, მაგრამ ფანტაზიაში ცოტა მოიკოჭლებს.
ვნახოთ/გადავწყვიტოთ
1 საათია უხსნი, უმტკიცებ, ეძებ გადაწყვეტილებას, ის კი ჩუმადაა და ბოლოს ამოღერღავს: “ვნახოთ…”
თუ არ მოგწონს…
მამაკაცების კიდევ ერთი მცდელობა, არ მიიღონ გადაწყვეტილება და ამასთან, ვითომ არ გაწყენინონ. არადა, ჩვენ პირდაპირი და გადაწყვეტილებების მიღების უნარის მქონე მამაკაცები მოგვწონს.
დუმილი
შეეკითხე რაღაც, გაიმეორე, საპასუხოდ კი – სიჩუმე. რაღაცას უყვები, გსურს, რჩევა მიიღო მისგან, რეაქცია – ნული. ისტერიკაში რომ ვარდები, გეუბნება: “მე ვფიქრობ”. გადასარევი რეაქცია და ოპერატიულობაა, ვერაფერს იტყვი.