თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზი დღეს მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.
როგორც “გურია ნიუსს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მეტროს მატარებლის ერთ-ერთი შემადგენლობა სადგურ “წერეთელზე” გაჩერდა და ტექნიკური ჯგუფის მიერ მისი გადაყვანა გახდა საჭირო.
ამ დროისთვის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია.