სინოდის წევრები აქციებს აანონსებენ – ასეთია სასულიერო პირების პასუხი ბიძინა ივანიშვილის მიერ მარიხუანის კულტივაციასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე. მეუფეები ამბობენ, რომ საპატრიარქოში ამ თემაზე პოზიცია კვლავ უცვლელია და პარლამენტიდან კანონპროექტის გაწვევის აუცილებლობაზე საუბრობენ. ტელეინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი მხარდაჭერით შემუშავებულ კანონპროექტზე დისკუსიის გაგრძელებას კვლავ აპირებს, რითაც “ქართული ოცნების” ხელისუფლება და ეკლესია დაპირისპირების ზღვარზე მიიყვანა.
“მარიხუანის ლეგალიზაცია და რაც დააკანონეს, კულტივაციაც მიუღებელია, ყოვლად დაუშვებლად და განხილულიც არ უნდა იყოს”-განაცხადა მესტიისა და სვანეთის მიტროპოლიტმა, მეუფე ილარიონმა.
წყარო: რუსთავი2