დღეს, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამამ საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური შედეგები წარადგინა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, მედიაგარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს არჩევნების ჩატარებაზე.
„მედიაგარემო ძალიან დიდ გავლენას ახდენს ზოგადად არჩევნების ჩატარებაზე. მინდა ავღნიშნო საგანგებოდ, რომ გარემოს განვითარების პროგრამასთან ერთად, ევროკავშირი ამას ბევრი წელია აკეთებს. ეს არ არის პირველი არჩევნები, რომელსაც ჩვენ ვამედიამონიტორინგებთ. ანგარიშები წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან შეფასებას იმისი, თუ რა ხდება მედიაში“,_განაცხადა ჰარცელმა.
მისივე თქმით, ქართულ მედიაში პროფესიონალიზმის დონე ყოველი არჩევნების დროს მაღლა იწევს, თუმცა, სიძულვილის ენა კვლავ პრობლემად რჩება.
„დადებითი ტრენდია, რომ ზოგადად ბალანსის დონე ქართულ მედიაში იწევს და ყველა არჩევნებთან ერთად პროფესიონალიზმი იზრდება და ეს ეხება პრაქტიკულად ყველა მედიასაშუალებას. თუმცა, რაც მომხვდა თვალში არის ის, რომ სიძულვილის ენა კვლავ არის პრობლემა, მაგრამ არა ყველა მედიასაშუალებისთვის“,_განაცხადა ჰერცელმა.
როგორც ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია მოვლენების სიღრმისეული და თანმიმდევრული გაშუქება და ჟურნალისტებისგან მოვლენებზე თვალის მეტად მიდევნებასა და მოვლენების სიღრმისეულ ანალიზს ელოდება.
„სიღრმისეული და თანმიმდევრული გაშუქება მოვლენების არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, როდესაც ეხება სხვადასხვა განცხადებებს, რომლებიც კეთდება. ჩვენ ველოდებით ჟურნალისტებისგან, რომ ასე არ დატოვებენ გაკეთებულ განცხადებას და მიადევნებენ თვალს, რა მოხდა ამ განცხადების მიღმა, როგორ განვითარდა მოვლენები. ველოდებით, რომ უფრო მეტი სიღრმისეული ანალიზი და თვალის მიდევნება იქნება ჟურნალისტების მიერ“,_ განაცხადა ჰერცელმა.