პლასტიკურ ოპერაციას დიდი ხანი ეჭვისთვალით უყურებდნენ, მაგრამ ბოლო 10 წლის განმავლობაში მან, უფრო და უფრო მოიკიდა ფეხი მთელ მსოფლიოში. 2018 წლის სტატისტიკით, ყველაზე ხშირად ამ სახის ქირურგიას მიმართავენ შეერთებულ შტატებში (წელიწადში 4,042,610 ადამიანი).
რეიტინგში მეორე ბრაზილიაა (2,324,245 პაციენტი), მესამე კი სამხრეთ კორეა (1,156,234 მოქალაქე). კვლევის თანახმად, ყველაზე ხშირად მკერდს იბერავენ. ასევე, ცნობილია, რომ მომხმარებელთა 90% ქალია.
ალბათ გაინტერესებთ რომელია ის ზოდიაქოს ნიშანი, რომელიც ყველაზე ხშირად მიმართავს პლასტიკურ ოპერაციას… ასტროლოგები ერთხმად ასახელებენ ქალწულს. რატომ? იმიტომ, რომ ქალწულს თავისი პერფექციონიზმი ტანჯავს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულებს სურთ, რომ იდეალურ სამყაროში ცხოვრობდნენ და თავადაც იდეალური ადამიანები იყვნენ. ქალწულებს ვერავინ დაადანაშაულებს უჭკუობაში, ისინი არაჩვეულებრივად ხვდებიან, რომ “იდეალური ადამიანების ადგილი მუზეუმშია” (ერიხ მარია რემარკის “ტრიუმფალური თაღი”), მაგრამ მაინც მიილტვიან უხარვეზობისკენ, უშეცდომობისკენ. თუ ქალწულს კეხიანი ცხვირი ან პატარა ტუჩები აქვს, კომპლექსდება, რადგან თვლის, რომ შორსა სრულყოფილებისგან.