სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, გორში მოკლული 8 წლის გოგოს ექსპერტიზა დასრულდა. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება.
შსს-ს ცნობით, გამოძიებას განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია მისცა.
შეგახსენებთ, რომ 8 წლის გოგონა გუშინ სახლიდან ცეკვის წრეზე მიდიოდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. ბოლოს გოგონა მდინარე ლიახვის პირას მოკლული იპოვეს. მას თავზე პოლიეთილენის პარკი ჰქონცა ჩამოცმული და ფეხები მავთულით ჰქონდა შეკრული.