ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “კავკასია” რუსთავი 2-ის, ორივე ტელევიზია კი “ნაციონალური მოძრაობის” სატელიტად მოიხსენია.
პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის თქმით, “კავკასია” ფსევდოოპოზიციური იყო.
“მე მაინც მინდა დასაწყისი სიტყვით გადავსულიყავი არაჩვეულებრივ მოვლენაზე, როდესაც საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩვენ გვაქვს მაგალითი იმისა, რომ მედია აცხადებს უარს მმართველი ხელისუფლების წარმომადგენელთან , ხელისუფლებას მე არ წარმოვადგენ პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ მმართველი პარტიის თავმჯდომარე გახლავართ და ის, რომ რუსთავი 2-მა და სამწუხაროდ, სატელიტად მთლიანად დაფიქსირდა კავკასია, უარს ამბობენ შეხვედრაზე მოსვლით, ამით აჩვენეს ის, რომ რაც ხდებოდა მათი მმართველობის დროს, ენმ მყავს მხედველობაში და ეს ტელევიზიებოც, რომლებიც რეალურად მათ წარმოადგენენ, თქვენ კარგად გახსოვთ, რომ ოპოზიციის ძალიან დიდ ნაწილს და ოპოზიციას ზოგადად, ტელევიზიები იყო დახურული მათთვის.
იგივე კავკასია ჰქონდათ ოპოზიციური მაშინ თუ გახსოვთ და მათ, იქ ახერხებდნენ ორთქლის ამოშვებას და ამას აკეთებდნენ ხელოვნურად. სხვა დიდი ტელევიზიები და მაესტროც, ვთქვათ, მე ესე მოვიხსენიე თავის დროზე, მაესტროს ჰქონდა სხვადასხვა ეტაპები და მინდა, რომ კარგად მაესტროელებმა გამიგონ. მათ, ისინი გმირულად იბრძოდდნენ სიტყვის თავისუფლებისათვის, იყო ასეთი ეტაპები.
იყო ის ეტაპიც, როდესაც იმართებოდნენ ენმ-ის მხრიდანაც და აი ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი და თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიციას რეალურად აზრის გამოთქმის საშუალება არ ჰქონდა, დღეს მოხდა პირიქით, რომ იგივე ხალხმა, იგივე ენმ-ის წევრებმა მოახერხეს, მოახერხეს და აერიდნენ მმართველი პარტიის თავმჯდომარესთან შეხვედრას.
აი ეს გახლდათ ის, რასაც მე ვამბობდი 3 დღის წინ შეხვედრა გვქონდა გახსოვთ, კონფერენცია გვქონდა, სადაც რუსთავი 2-იც იყო წარმოდგენილი, ტვ პირველი და იმედი და მე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება ამ კონფერენცია დავარქვათ თუ ინერვიუ დავარქვათ, 3 ჟურანლისტთან როგორც გნებავთ. როგორ გადათარგმნეს ჩემი მინიშნება რუსთავი 2-ის მიმართ, რომ ელემენტარული სტანდარტები უნდა იყოს დაცული, რომ განსხვავებული აზრი აუცილებლად უნდა ისმოდეს ტელევიზიიდან, რომ ტელევიზია არ უნდა იყოს ჩაკეტილი და ტელევიზია მხოლოდ სიცრუეს არ უნდა აფრქვევდეს”, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში 4 მედიასაშაულების წარმომადგენელს ხვდება.
შეხვედრაზე მიწვეული იყვნენ “რუსთავი 2” და “კავკასიაც”, თუმცა აღნიშნულ ტელევიზიებს შეხვედრაზე ჟურნალისტები არ გაუშვია.