დღეს ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძის მისამართით განაჩენი გამოიტანა.
“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ის 50 ლარით დააჯარიმეს.
აღსანიშნავია, რომ ოზურგეთის მერია მჟავანაძის 500 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა, რადგან მჟავანაძემ, 15 ოქტომბერს, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გააპროტესტა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა.
ამავე თემაზე: რა წერილი გაუგზავნა “ნაციონალების” ოზურგეთის ლიდერს მერის მოადგილემ და რატომ გადაიდო სასამართლო