საქართველოში აშშ-ის ელჩის დანიშვნის შესახებ დასმულ კითხვაზე, საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, რომ არასამთავრობო სექტორი არგუმენტების გარეშე ადანაშაულებს ხელისუფლებას.
„ეკა გიგაურს მინიშნებებით ვანიშნე, რომ კარგი იქნება, გავიდეს ამ სექტორიდან, რადგან მისი იქ ყოფნა ცუდ სამსახურს უწევს სამოქალაქო სექტორს.
მისი გამოსვლებით ის ცდილობს, ქვეყანა არათუ შიგნით დააზიანოს, ახლა წავიდა მოუკრეფავში, რომ თითქოს ამერიკის ელჩს არ ნიშნავს ივანიშვილი.
წარმოუდგენელ თამაშში შევიდა ეკა გიგაური. ამაზე პასუხის მცდელობაც არ მექნება.
ეკა გიგაურს შევახსენებდი რომ უკვე სამი წელია სასამართლოში არ ცხადდება“, – თქვა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ტვ პირველის“ ეთერში, ჟურნალისტმა, ნინო ჟიჟილაშვილმა აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი უარს ამბობს აშშ-ის ელჩის პოზიციაზე ბრიჯიდ ბრინქსის დანიშვნაზე და ამ თემაზე კიტხვა “საერტაშორისო გამჭირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელს, ეკა გიგაურსაც დაუსვა.
„მეც მსმენია ამის შესახებ. ერთადერთი, რაც შეიძლება ვთქვა, მსმენია სერიოზული საუბრები ამ ყველაფერზე. მე არ ვიცი, რა ახსნა აქვს საქართველოს მთავრობას ამასთან დაკავშირებით, მაგრამ, ცხადია, რომ ეს კარგის ნიშანი არ არის. საქართველოში არ ყოფილა ხელისუფლება, რომელიც უარს ეუბნება მთავარ პარტნიორს კონკრეტული ელჩის დანიშვნაზე”, _ თქვა ეკა გიგაურმა „ტვ პირველის“ ეთერში.