ქალაქ ოზურგეთში მცხოვრები ნინო ვაშალომიძე და სოფელ დვაბზუს ,ცხოვრები ქეთევან ხიდაშელი სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ მათ საცხოვრებელ მისამართზე მათვის უცნობი პირები არიან რეგისტრირებული.
ნინო ვაშალომიძე: “ჩემ საცხოვრებელ მისამართზე, ძმები ერქომაიშვილების N 1 გარდა, ფაქტობრივი მაცხოვრებლების, რომლებიც ვართ: მე – ნინო ვაშალომიძე, მამაჩემი – ოთარ ვაშალომიძე და დედაჩემი – ზისანა კეჭაყმაძე, ასევე ჩაწერილია ჩემი და (დაოჯახებული) ნათია ვაშალომიძე, რომლებიც ხმას ოზურგეთის N4 საარჩევნო უბანზე ვაძლევთ. ეს გასაგებია! მაგრამ, ეს გოგი ქამუშაძე ვინ, არის იქნებ ამიხსნას ვინმემ? ხვალ პირადად გავაკონტროლებ ამ ამბავს! ოზურგეთის N60 საოლქო საარჩევნო კომისია იქნებ გამარკვიოთ?“
ქეთევან ხიდაშელი: “ახალი ბინადარი გვყოლია, ცეესკო?“
ზვიად თენიეშვილი, #60 სალქო საარჩევნოს კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ არსებობს დაუმისამართებელი და დამისამართებული სოფლები.
“თუ დაუმისართებელია სოფელი, ნებისმიერმა პირმა რომ შეიყვანოს ცესკოს ვებგვერდზე პირადობის მოწმობა, მაგალითად, სოფელი ბოხვაური, სხვა პირებიც გამოჩნდებიან. “ – გვითხრა ზვიად თენიეშვილმა.