საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურის დასრულებას და ეგზიტპოლის შედეგების დასრულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე გამოეხმაურა.
მან საზოგადოებას არჩევნების მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში დასრულება მიულოცა და ყველა მოქალაქეს მადლობა გადაუხადა აქტივობისთვის და მაღალი სამოქალაქო კულტურისთვის.
„როგორც ეგზიტპოლის შედეგებმა გვაჩვენა, სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებლად ლიდერობს ამ არჩევნებში. ჩვენ ჩვენ ახლა უნდა დაველოდოთ ცესკო-ს შესაბამის პროცედურებს, დათვლის შედეგებს.
აქვე მინდა ვისარგებლო და ყველა ვინც ჩართული იყო ამ არჩევნების ორგანიზებაში მადლობა გადავუხადო, ასევე მადლობა გადავუხადო საერთაშორისო ორგანიზაციებს და ადგილობივ დამკვირვებლებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ წარმოდგენილი მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში“,_ განაცხადა ბახტაძემ.