დედაქალაქის მერი, კახა კალაძე არჩევნებში „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების ნაკლებ მობილიზაციას იმას უკავშირებს, რომ პარტიამ საკუთარი კანდიდატი არ წარადგინა.
„არჩევნების შედეგში ჩვენი ამომრჩევლის ნაკლები მობილიზაციის ერთ-ერთ მიზეზად, განვიხილავთ, რომ პარტიამ არ წარადგინა საკუთარი კანდიდატი და დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდაჭერამ შეასუსტა ჩვენი ამომრჩევლის მობილიზაციის პროცესი. დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტურში, როცა ნათლად გამოიკვეთა ორი პოლუსი, როცა არჩევანია გასაკეთებელი სიცრუესა და სიმართლეს, ძალადობასა და თავისუფლებას შორის, მოხდება მაქსიმალური კონცენტაცია და ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და რაც მთავარია, ერთად აუცილებლად დავძლევთ ყველა იმ გამოწვევას, რაც აწუხებს საზოგადოებას“,_აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.