“ის რაც აქ ხდება, არ ხდება არცერთ ქვეყანაში”_აღნიშნული განცხადება, თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მალხაზ მაჩალიკაშვილმა გააკეთა. მისი თქმით , მის და ზაზა სარალიძის გვერდით მყოფებს დასაკარგი უკვე არაფერი აქვთ და ბოლომდე იბრძოლებენ სამართლიანობის აღსადგენად.
“ჩვენ ჩვენი ყველაფერი უკვე დავკარგეთ. იმ ბავშვებს ვეღარ დავიბრუნებთ. ვცდილობთ, დამნაშავეები დაისაჯონ და ყველას ასცილდეს ის ტკივილი, რასაც მე და ზაზა სარალიძე ვგრძნობთ. მოვიდნენ და გვითხრან, რომ ან ჩვენ ვართ დამნაშავეები ან თვითონ არიან. ისინი კი დუმან. მე არ ვიცი, სად შეიკრიბნენ ეს ადამიანები და როგორ მოვიდნენ ხელისუფლებაში. თემირლანის ხსენებაზე ელეთ-მელეთი ემარლებათ. ცდილობენ, ჩვენ და ჩვენ გვერდში მდგომი ადამიანები გაანადგურონ. ვერც ყინვა და ვერც ვერაფერი შეგვაშინებს. მხეცსაც კი გული გაუსკდება, რასაც ესენი ჩადიან. ეს კავკასიაა. ეს ძირძველი ქვეყანაა. ყველა შვილმოკლულ მშობელს მოვუწოდებ, გამოვიდნენ და დავუსვათ ამ სისხლიან რეჟიმს წერტილი!” _ განაცხადა მაჩალიკაშვილმა.