„ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის რუსი პიარტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი რადიო „ეხო მოსკვიზე“ გამოქვეყნებულ ბლოგში სახელწოდებით _ „სამი დასკვნა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებიდან“ საქართველოში მოსალოდნელ რევოლუციაზე საუბრობს.
შკლიაროვი ვარაუდობს, რომ დეკემბერში საქართველოში ხელისუფლება მშვიდობიანი რევოლუციის გზით შეიცვლება.
როგორც რუსი პიარტექნოლოგი წერს, ამ რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის მართვის სადაავეებს ხელისუფლება ოპოზიციურ პარტიას მშვიდობიანად გადააბარებს.