ახალციხეში, სოფელ აწყურის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად ხმელი ბალახი დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 3 000 კვ.მ. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.