კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის სკანდალურ განცხადებას, რომელშიც იური მეჩითოვი ამბობს, რომ 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალნენ, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.
კვაჭანტირაძე კულტურის ყოფილ მოადგილეს მწვავედ აკრიტიკებს და მისგან ბოდიშის მოხდას მოთხოვს.
„საჯაროდ მოგმართავ. არ ვიჯერებდი, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. ძაან ცუდი რამე თქვი, მავნებლური და რაც მთავარია, ტყუილი. ან უნდა განმარტო, რატომ შეგეშალა თუ შეგეშალა და თუ ასეთ განმარტებას საჭიროდ თვლი, ან ყველას დიდი ბოდიში უნდა მოგვიხადო, რომ ძალიან ცუდი ტყუილი თქვი, რითაც ყველას შეურაცხყოფა მოგვაყენე.
სხვაგვარად კი, ჩათვალე სამუდამოდ დაიხურება შენი ფურცელი ამ ქვეყნის ისტორიაში“, _აღნიშნა კვაჭანტირაძემ.