საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩვენების საბოლოო შედეგებს გამოაცხადებს.
საქართველოს მეხუთე ქალი პრეზიდენტი ეყოლება და ახალი კონსტიტუციის მიხედვით, ის იქნება ბოლო პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფოს მეთაური.
სწორედ ახალი კონსტიტუციითა და შეზღუდული უფლებამოსილებით მოუწევს სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობა.
მას შემდეგ, რაც ინაუგურაცია ჩატარდება, ზურაბიშვილს დეპუტატის მანდატი ოფიციალურად აღარ ექნება და ცესკო მთაწმინდის რაიონში შუალედურ არჩევნებს გამოაცხადებს.