გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 3 დეკემბრიდან გამოიდარებს.
უახლოესი 2 დღის განმავლობაში კი დასავლეთ საქართველოში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს.
“1 დეკემბერს, დღის მეორე ნახევრიდან, დღის ბოლომდე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და გურიის რეგიონებში წვიმა გაგრძელდება, აღმოსავლეთის მიმართულების ქარის სიძლიერე დაბლობში 20-25 მ/წმ-მდე, ხოლო მთაში 17-22მ/წმ-მდე შესუსტდება, ჰაერის ტემპერატურა დაბლომში +12,+17, მთაში +8,+13, მაღალ მთაში 0,+5 -ის ფარგლებში იქნება.
2 დეკემბერს ღამისა და დღის პირველ ნახევარში დასავლეთ საქართველოს დაბლობში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. დღის მეორე ნახევარში ნალექი შეწყდება. ქარის მიმართულება აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით შეიცვლება და მისი სიჩქარე დაბლობში 10-15 მ/წმ-ის, ხოლო მთაში 8-13 მ/წმ-ის, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით + 5, +10, დღისით +10,+15 -ის, მთაში ღამით + 1, +6, დღისით +6,+11-ის, მაღალმთაში ღამით -2, +3, დღისით 0,+5 -ის ფარგლებში იქნება.
3 დეკემბრიდან საქართველოს მთელ ტერტიტორიაზე გამოიდარებს”,_ნათქვამია გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციაში.