რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში მომუშავე უკრაინელ დიპლომატებს ისევ ემუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მუქარას საფუძვლად ის არგუმენტი უდევს, რომ კიევი რუსი დიპლომატების უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს.
მარია ზახაროვა უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს ვენის კონვენციის დებულებები შეასრულოს, რაც დიპლომატიურ და საკონსულო სამსახურებში დასაქმებულების დაცვას გულისხმობს.