„ჩვენ ოდიოზურ ქვეყანაში ვცხოვრობთ და „ქართული ოცნების“ აღნიშნული განცხადება პოლიტიკური სატირის ლოგიკაში კარგად ჯდება. ფაქტობრივად, „ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გამოაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჯალათ და კორუმპირებულ მოსამართლეებს ვებრძვით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ვართ“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ, რომელიც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარ იმიჯს ძირს თავად უთხრის.
„მმართველი პარტია საკუთარ იმიჯს ძირს თავად უთხრის. „ქართულ ოცნებას“ როგორც ჩანს, დაავიწყდა, რომ ოდიოზურ მოსამართლეებს სისხლში ისევე აქვთ გასვრილი ხელი, როგორც, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილს. აღნიშნული განცხადება მაფიქრებინებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მარიონეტი მოსამართლეების დაკონსერვება და საკუთარი მიზნების გამოყენება სურს.
მართალია, სასამართლო სისტემაში ბევრი მოსამართლე შეიცვალა, მაგრამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ის მოსამართლეები მოხვდნენ, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის სახეები იყვნენ. თუ მმართველი პარტია ოდიოზური მოსამართლეების მხარდაჭერას გააგრძელეს, საზოგადოება პარტიას განაჩენს ძალიან მალე გამოუტანს“, _ განაცხადა მაისაიამ.