ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციულ ერთეულებში _ სოფელ ერკეთში, ჯვარცხმის უბანში (გ. ბერაძის ეზოს მიმართულებით), სოფელ ხიდისთავში შიდა საუბნო გზაზე ცემენტო-ბეტონის საფარის მოწყობის, ხიდისთვი-ჭაჭიეთის დამაკავშირებელი გზის მეორე მონაკვეთის აღდგენის სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი შპს Georgian Build-მა მოიგო.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 203 150 ლარი იყო და სწორედ ამ ფასად მოიგო ტენდერი კომპანიამ, რომელსაც, როგორც ირკვევა, კონკურენტი არ ჰყავდა.
როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთული დოკუმენტებით ირკვევა, კომპანია თეთრ სიაშია და მან, გზების რეაბილიტაციის სამუშაოები 4 თვეში უნდა დაასრულოს.