ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი მაიამიში დააპატიმრეს. ინფორმაციას მომხდარის შესახებ BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მან ერთ-ერთი ფანის ტელეფონი დაამტვრია, როდესაც მისთვის ფოტოს გადაღებას ცდილობდნენ.
როგორც ცნობილია, დაზარალებულის ტელეფონის ღირებულება 1000 დოლარს შეადგენს.