გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძისა და ვალერი მუსაევის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს.
ამ დროისათვის სასამართლოს ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200-მდე საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.
გასულ სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა შუამდგომლობა დააყენა, რომლის მიხედვითაც ის 15 000 მოქალაქე და პარლამენტის 27 წევრი კირკიტაძეს თავდებში უდგებოდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა.
ამის შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, რომ მომდევნო პროცესზე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდებოდა იმ პარლამენტარებისა და ადამიანების უმრავლესობა, ვინც ვინც კირკიტაძეს პირადად უდგებოდა თავდებში.
შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება მეორე პირს, ვალერი მუსაევს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
საქმე ეხება პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხესთან მომხდარ დაპირისპირებას.
წყარო: პირველი რადიო