გიორგი გახარია აუცილებლად გაუცვლის ადგილს დათო კირკიტაძეს, _ ამის შესახებ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.
„ხედავთ რა რაოდენობის, ასობით პოლიციელი ჰყავთ მობილიზებული გურჯაანის რაიონული სასამართლოს ეზოში. ამ რაოდენობით თუ ვიხელმძღვანელებთ, არავინ აპირებს კირკიტაძის გარეთ გამოშვებას. ამით ხაზს უსვამენ შემდეგს: მინდა გამოვუშვებ, მინდა დავტოვებ. ის არგუმენტი, რომ თითქოს, კირკიტაძე მიიმალება და საზღვარგარეთ შეაფარებს თავს, ვის სჯერა ამის, გარდა „ქართული ოცნების” მაღალი თანამდებობის პირებისა? როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი, არც თუ ისე შორეულ მომავალში, ის ადამიანი, ვინც კირკიტაძეს არ უშვებს და ეს არ არის მოსამართლე, ეს არის გახარია, აუცილებლად გაუცვლის ადგილს დათო კირკიტაძეს.
ძალიან კარგად აცნობიერებს გახარია, თუ რა ძალა არის დათო კირკიტაძე ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის. თუ მოხდა რამე საოცრება და მოსამართლემ რაღაცნაირად თავი დააღწია გახარიას წნეხს, გამიხარდება”, – აცხადებს მელია.