გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია, ოზურგეთის მერის მოადგილესთან ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, საბავშვო ბაღებში იმყოფებოდა.
რწმუნებულის მოადგილე საბავშვო ბაღების მენეჯერებს, აღმზრდელებს ადგილზე გაესაუბრა და იქ არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია უშუალოდ მათგან მიიღო.
“დავათვალიერე ქალაქ ოზურგეთის ის ექვსი სააღმზრდელო დაწესებულება, სადაც ჩატარდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები. გავეცანი არსებულ მდგომარეობას და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მივიღე. მოწესრიგებულია ბავშვების კვების საკითხი და დაცულია სანიტარიული ნორმები”, _ აღნიშნა აკაკი შენგელიამ.
(R)