ამ წუთებში ხანძარია ლაითურში. ცეცხლი შერეული ტიპის ტყეს უკიდია.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება ქართული ოცნება – “დემოკრატიული საქართველოს” დეპუტატი დაბა ლაითურში, გიორგი ჩაგანავა.
მისი თქმით, ხანძრის ლოკალიზაცია მიმდინარეობს.
„ცეცხლი ახალ ტყეს, ახალ წამოსულ ნაძვებს, გვიმრას, მუხას და სხვა ხეებს უკიდია. ქარსაფარი ზოლი არ არის“, _ ამბობს ჩაგანავა.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, იწვის ხეები, ბუჩქები და ხმელი ბალახი. ხანძარი უკვე,თითქმის ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე არ არსებობს. მუშაობს როგორც ცოცხალი ძალა ასევე სახანძრო ტექნიკა.
ამ წუთებში ვაწარმოებთ კერების გაქრობით სამუშაოებს.