სისხლიანი გარჩევა მოხდა სტამბოლში – ერთმანეთს საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები დაუპირისპირდნენ, _ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, გარდაცვლილია ერთი ქართველი, რუსეთის ერთი მოქალაქე კი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ცნობილია, კონფლიქტი მხარეებს შორის გადამზიდავი კომპანიის ოფისში, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღები გამოიყენეს. კონფლიქტში მაყუჩიანი იარაღიც ფიგურირებს.
თურქი სამართალდამცველები საქართველოს 2 მოქალაქეს ეძებენ. ინციდენტში მონაწილე სხვა პირები პოლიციამ უკვე დააკავა.