„ირანი არ იომებს არცერთი ერის წინააღმდეგ, ჩვენ წინაშე წინაშე მცირე გამოცდილების მქონე პოლიტიკოსები არიან “, _აღნიშნული განცადება Reuters-ის ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტმა, ჰასან რუჰანმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაპირისპირების მზარდი შიშის ფონზე გააკეთა.
როგორც ცნობილია, ურთიერთობა 2 ქვეყანას შორის ხუთშაბათს, 2 ნავთობ გადამზიდ ტანკერზე თავდასხმამ დაძაბა.
მომხდარში ამერიკის შეერთებული შტატები თეირანს ადანაშაულებს და დაძაბულობის ზრდის ფონზე უფრო მეტ სამხედროს გზავნის.