ამბობენ, ინიშნება პირადი სტომატოლოგი, _ აღნიშნული განცხადება საპარლამენტო ფრაქცია ” ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გიცირიძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნასთან დაკავშირებით გააკეთა.
გოცირიძე აღნიშნავს, რომ სერგეენკო კორუმპირებული მინისტრი არ იყო, განსხვავებით მისი სხვა კოლეგებისაგან.
“სისტემაში კი კორუფციაა და ამ მხრივ ვერ ჩაითვლება მისი საქმიანობა ეფექტიანად. რაც შეეხება ახალ მინისტრს, როგორც ამბობენ, ინიშნება პირადი სტომატოლოგი. ეს არის ხალხის აბუჩად აგდება. მომავალ მინისტრად ალბათ, მისი პირადი ფერმის ვეტერინარს მოიაზრებს. იმედია, ეს არ მოხდება, რადგან ამ ხელისუფლების დღეები დათვლილია”, – განაცხადა გოცირიძემ