ამ წუთებში, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში ძლიერი ქარი, წვიმა და ელჭექია.
გამონაკლისი არ გურიაა _ თითქმის ნახევარსაათიან ძლიერ ქარს, ძლიერი წვიმა და ელჭექი მოჰყვა.
ამ დროისთვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების უმრავლესობა, შუქი არ არია გურიაშიც.
ჩვენი ინფორმაციით, ჩოხატაურში უამინდობამ პრობლემები უკვე შექმნა _ რამდენიმე სოფელში წაქცეულია ხეები, დაზიანებულია გზები და მილხიდები.