მსოფლიოში 70 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია და ყოველდღე 37 000 ახალი გადაადგილება ხდება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატზე დაყრდნობით ავრცელებს.
ყოველწლიური გლობალური ტენდენციების ანგარიშის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა წინა წლის მონაცემებთან შედარებით 2.3 მილიონით მეტია.
როგორც ცნობილია, ანგარიშში სამი ძირითადი ჯგუფია წარმოდგენილი.
პირველი ჯგუფის ლტოლვილები, ანუ პირები, რომლებიც იძულებულები გახდნენ კონფლიქტის, დევნის ან ომის გამო დაეტოვებინათ ქვეყანა, ისინი შეადგენენ.
ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს მათმა რაოდენობამ 25.9 მილიონს მიაღწია, რაც 500 000-ით მეტია 2017 წლის მონაცემთან შედარებით.
მეორე ჯგუფში თავშესაფრის მაძიებელი ადამიანები არიან და მათი რაოდენობა 3.5 მილიონი ადამიანია. ესენი არიან თავიანთი ქვეყნის გარეთ მაცხოვრებელი ადამიანები, რომლებიც საერთაშორისო დაცვის ქვეშ არიან, თუმცა, ლტოლვილის სტატუსი ჯერ არ აქვთ.
მესამე ჯგუფში კი დევნილები, იძულებით გადაადგილებული პირები არიან და მათი რიცხვი 41.3 მილიონს შეადგენს.