რესპუბლიკის მოედანზე გიორგი გახარიას მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აქცია დღეს, 19:00 საათზეა დაგეგმილი.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი ავრცელებს.
„ორგანიზატორი არავინ არაა, რადგან ეს პოლიტიკური აქცია არ არისო!
ჩემმა მეგობარმა დაწერა და მე მივდივარ!
ქვეყნის მტრების ოცნებას არ უნდა მივცეთ უფლება, რომ ასრულდეს!
დავინახავ, რამდენ ადამიანს აღელვებს ქვეყნის ბედი რეალურად და არა მარტო აქ, სოციალურ ქსელში და რამდენი აყენებს საკუთარ თავზე მაღლა ქვეყანას!
#გიორგიგახარია ჩვენიმინისტრია!
#გიორგიგახარია მშვიდობის გარანტია!
#გიორგიგახარიას გადადგომა ახლა, ამ მოცემულ მომენტში ნიშნავს ნაცების ბოროტი ძალის გამარჯვებას ყველა იმ ადამიანზე, ვინც 2012 წელს ებრძოდა სისხლიან რეჟიმს!
აქვე ვამბობ, 2019 წლის 20 ივნისს ჩადენილია დანაშაული, იყო გამოყენებული გადაჭარბებული ძალა და გადამეტებული უფლებამოსილებები და აუცილებლად მოვითხოვთ მათ დასჯას, მაგრამ გიორგი გახარიას წასვლა ახლა უფრო რთულ სიტუაციაში ჩააგდებს ქვეყანას, ვიდრე არის დღეს!“ – წერს ინგა ბერიკაშვილი.