ოზურგეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 14 სამხედრო მოსამსახურე დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი, რომლითაც სამხედროები გადაადგილდებოდნენ, შეკვეთილში გადაბრუნდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ქობულეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.