CNN-ის ცნობით, ინტენსიური სიცხის შედეგად, ინდოეთში ამ ზაფხულს 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ექსპერტები კი მომდევნო წლებში ვითარების გაუარესებას ელოდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის დიდი ნაწილი ადამიანების საცხოვრებელ პირობებთან შედარებით, ცხელი გახდება და მოსალოდნელია ჰუმანიტარული კრიზისი.
კლიმატის ცვლილების მთავრობათშორისი პანელის ცნობით, ინდოეთი იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებსაც კლიმატური ცვლილებები ყველაზე მეტად აზარალებს.
როგორც მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ექსპერტები ამბობენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსოფლიო ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებას წარმატებით შეძლებს და საშუალო გლობალური ტემპერატურის ზრდა შეიზღუდება, ინდოეთის ნაწილი მაინც ისეთი ცხელი იქნება, რომ ადამიანის სიცოცხლის უნარიანობას გამოცდის.
როგორც ცნობილია, ინდოეთის მეტეოროლოგიური დეპარტამენტი სახელმწიფო ჯანდაცვის დეპარტამენტებთან ერთად მუშაობს ადრეული გაფრთხილების სისტემის შესაქმნელად, რომელიც მილიონობით ადამიანს შეატყობინებს მაღალი ტემპერატურის შესახებ და გააფრთხილებს, რომ სიგრილეში დარჩნენ.