ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არხის ეთერში გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის მიმართ გამოთქმულ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც გვარამიამ Facebook ლაივის დროს თქვა, რომ ის “პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას არ აპირებს”.
ნიკა გვარამიას თქმით, „გაბუნიას ბრალი ის არის, რომ უდონოდ და სამარცხვინო ჟურნალისტებს დააწყებინა ლაპარაკი, რომ პროფესიაში დარჩენას აზრი არ აქვს“.
„ეს რა ხდება. აი, იმ უდონო ჟურნალისტებს, რომლებიც ზურგში ედგნენ რუსეთიდან მართულ გადამტრიალებელს, აი, იმ ჟურნალისტებს, რომელსაც დრონი რომ მარსზე ჰყავს, „იმედს“ და იმ საშინელებებს თესავს ახალგაზრდების წინააღმდეგ, სიტყვა არ ამოუღიათ თავის პროფესიაში დარჩენასთან დაკავშირებით და გაბუნიას გინებაზე ახსენდებათ პროფესიიდან წასვლა.
ვიზიარებ ზოგადად პათოსს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მშვენივრად შეიძლებოდა ამ დამოკიდებულების ჩატევა ორ სიტყვაში, რომელიც ჩვენი ფანტასტიკური აქციის წევრებმა გააკეთეს და იმღერეს “პუტინ ხუილო“… ომი რუსეთმა საქართველოსთან არ დაასრულა და ეს ხელისუფლება ეხმარება საქართველოს ოკუპაციაში თავისი რბილი ძალის მეშვეობით და არა გაბუნიას გინების წამქეზებლობის გზით. რა თქმა უნდა, მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, ეს არ არის არხის დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა რომ ეს გაბუნიას საავტორო პოზიციაა, არხი მაინც გამოთქვამს თავის უკმაყოფილებას ამგვარი ფორმით აზრის მოწოდების თაობაზე და არ იწონებს ამგვარ განცხადებებს. სხვა მხრივ მიგვაჩნია, რომ პუტინი ჩვენი სამშობლოს ნომერ პირველი მტერია… რადიკალური შეფასება არ გულისხმობს გულისამრევ ბილწსიტყვაობას და ეს არ არის დასაშვები”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.