შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები.
“პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას აქციის მიმდინარეობისას, ისე ტელეკომპანიის და მისი თითოეული თანამშრომლის უსაფრთხოებას”, – წერია განცხადებაში.