ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულის აღნიშვნა, საზეიმო წირვა-ლოცვით დაიწყო და სახალხო ზეიმით გაგრძელდა.
ზღვის დონიდან 2050 მეტრზე ასულ სტუმრებს, კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტის პარალელურად, ადგილობრივ ოსტატთა რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვაზე მისვლა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების „სტუმარ-მასპინძლის“ კუთხეებში შესვლაც შეეძლო.
გამოვლინდა „ბახმაროს ფალავანი”, რომლის დასრულების შემდეგ ტრადიციული დოღი დაიწყო.
I გარბენი (ადგილობრივი ჯიშის ცხენები გურიის თასი) 2400 მეტრს და 2 წრეს მოიცავდა, რომელშიც სოფელ სურების წარმომადგენელმა სოსო რამიშვილმა გაიმარჯვა და 1000 ლარი დაიმსახურა.
2 გარბენი შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს დაეთმო (2400 მეტრი) და გათამაშდა გმირების თასი, რომელშიც პირველობა ოზურგეთელმა გივი გიორგაძემ არავის დაუთმო და 1000 ლარიც დაიმსახურა.
3 გარბენი 2400 მეტრზე (ნახევრად წმინდა ჯიშის ცხენები), “ნაბეღლავის თასი და 1000 ლარი ზუგდიდელმა საბა ეხვარიამ მოიპოვა.
საბა ეხვარია, ასევე, მთავარი პრიზის _ “მარულას” მფლობელი გახდა და ჯილდოდ 2500 ლარი გადაეცა.
დოღის ყველაზე უხუცეს მონაწილეს, 79 წლის ზაურ ტატიკოვს 1000 ლარი კომპანია “New Road”-ისგან გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ პირველადგილოსნებმა, ფულადი პრიზების გარდა, კომპანია “გალფისგან” პერსონალური კომპიუტერები მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ტრადიციულ დოღი, ბახმაროში, მეორე წელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით იმართება.
ამავე თემაზე: ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისია