BBC-ის ინფორმაციით, ხანძრის გამო საბერძნეთში, სამოსის კუნძულზე სასტუმროებიდან და პლიაჟებიდან ხალხის ევაკუაცია გახორციელდა.
ხანძრის ჩაქრობას 700-მდე მეხანძრე შაბათ-კვირის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ძლიერი ქარი და სიცხემ ცეცხლის გავრცელებას ხელი შეუწყო.
სახანძრო სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი კონტროლს ექვემდებარება.
ადგილობრივი გაზეთის, Ekathimerini-ის ცნობით, ცეცხლის განზრახ გაჩენის ბრალდებით 2 ადამიანია დაკავებული.
დაკავებულებიდან 1-ს ბრალი ედება ტყის ხანძარზე, ხოლო მეორე ბრალდებულს კიდევ 3 სხვა ხანძრის გაჩენა ედება ბრალად.