ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში 2001 წლიდან იმართება სახალხო დღესაწაული “ასკანობა”.
“ასკანობა-2019” სპორტული და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა.
გაიმართა დოღი, სადაც ერთკილომეტრიან მანძილზე პირველობა ნიკოლოზ წყავზარაძემ მოიპოვა. კილომეტრნახევრიან მანძლიზე კი დავით ჟღენტი და ლუკა მესხიშვილი გახდნენ პრიზიორები.
შეჯიბრი გაიმართა, ასევე, მინი-ფეხბურთში, მკლავჭიდში, ფრენბურთში, ნარდსა და მაგიდის ჩოგბურთში.
ჩატარდა ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების, სახელმწიფო ანსამბლ “გურიას’’, “ზენაარის”, “შვიდკაცას”, “რეხეულის”, “შემოქმედის”, კვარტეტ “ჰარმონიას’’ და მომღერალ რეზიკო ხომერიკის კონცერტი.
ღონისძიებაზე, წამყვანმა ზაზა ჯინჭარაძემ სტუმრებსა და მასპინძლებს განსაკუთრებული სიხარულით მიმართა:
_ მომდევნო სასწავლო წლიდან სოფელ ასკანაში გაიხსნება სახელმწიფო ანსამბლ “გურიას” ფილიალი. აქ ბავშვთა ცეკვის წრე იფუნქციონირებს, რომელსაც უხელმძღვანელებს ანსამბლ “გურიას” მოქმედი სოლისტი შოთა აბაშმაძე, _ თქვა ზაზა ჯინჭარაძემ.
“ასკანობის” ყველაზე პატარა მონაწილე ილია ჭელიძე ცნობისმოყვარე თვალებით შეჰყურებდა სანახაობებს _ დედის მკერდს მიკრული, ყოველი ჰანგის გაგონებაზე ცრემლიანი თვალებით სცენისკენ იშვერდა ხელებს და ერთმანეთში არეული სიცილ-ტირილით არანაკლებ ყურადღებას იქცვდა, ვიდრე ღონისძიების მონაწილე მუსიკოსები თუ მოცეკვავეები.
სოფლის წინაშე და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, “საპატიო ასკანელის” წოდება მიენიჭა ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელს, ოზურგეთის “შვიდკაცას” წევრს, ლევან ნინიძეს.
სახალხო დრესასწაული ასკანობა-2019″ ანსამბლ “შვიდკაცას” და ღონისძების ყველა მონაწილის მიერ “მრავალჟამიერის” ერთობლივი შესრულებით დამთავრდა.
ა