როგორც „გურია ნიუსი“ სანდო წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყებოდა, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად, ამავე სამმართველოს სპეციალისტი, მანანა ერქომაიშვილი დაინიშნა.
ჩვენ დავუკავშირდით სეს-ს უფროსს, ზურაბ ჩეკურიშვილს.
კითხვაზე, თუ რატომ დანიშნა მის მიერვე გამოცხადებული კონკურსის გარეშე აღნიშნულ თანამდებობაზე ერქომაიშვილი, ჩეკურიშვილმა გვიპასუხა, რომ თათბირზე იმყოფებოდა:
„უი, თათბირი მაქვს“, _ გვითხრა ჩეკურიშვილმა.
“გურია ნიუსს” არც მამანა ერქომაიშვილმა უპასუხა: “აბონენტი დაკავებულია“, _ მუდმივად გვპასუხობს ავტომოპასუხე.
ჩვენი წყაროს ცნობით, ჩეკურიშვილმა სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე დასანიშნად კონკურსი დააანონსა, თუმცა, ერქომაიშვილი მაინც კონკურსის გარეშე დანიშნა, რაც, ჩვენი წყაროსავე ცნობით, მან მოასწრო მინისტრთა კაბინეტში დაანონსებული ცვლილებების გახორციელებამდე _ ცვლილებების შემდეგ, გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლებელია, თვით ჩეკურიშვილიც გაათავისუფლონ თანამდებობიდან.
შეგახსენებთ, რომ მანანა ერქომაიშვილი ოზურგეთის მერის, კოტე შარაშენიძის დეიდაშვილია.