პარლამენტის წევრის მამუკა მდინარაძის თქმით, ის ადამიანები, რომლებმაც არ დაუჭირეს კანონპროექტს მხარი, მონები არ არიან.
“ჩვენი ოპონენტები არ ვიცი, რამდენად იყვნენ პროპორციული სისტემის გასვლისკენ, როდესაც ჯერ აანონსებდნენ და შემდეგ აორგანიზებდნენ აქციებს. ეძახონ ახლა მონები იმ მაჟორიტარებს, რომლებსაც მოიხსენიებდნენ მხოლოდ ღილაკზე თითის მიმჭერებად. აღმოჩნდა, რომ თურმე ასე არაა”, _ თქვა მედიის წარმომადგენლებთან მამუკა მდინარაძემ.