ამ წუთებში პარლამენტთან ნიკა მელია მოვიდა, როგორც მან განაცხადა უკან დასაბრუნებელი გზა აღარ არის, ხოლო ხელისუფლების მხრიდან მიტინგის დარბევას გამორიცხავს.
“რა ეგიდით უნდა დაარბიონ? ამაში დარწმუნებული ვარ. ის გვეუბნება, რომ არ ვარ ანგარიშვალდებული და ხალხი არ მაინტერესებსო და ჩვენ ვეუბნებით, რომ ხალხი კი არ უნდა აინტერესებდეს, არამედ ჩვენი დიქტატით უნდა ხელმძღვანელობდეს. ის ცდილობს, რომ საზოგადოება გატეხოს რწმენაში, ბრძოლაა ბოლომდე”,- განაცხადა ნიკა მელიამ.